ბახმუტში ამერიკელი მოხალისე დაიღუპა

01 მაისი 2023, 14:05 411 ნახვა

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა  18 რუსული  რაკეტიდან 15-ის ჩამოგდება შეძლეს – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა.  

კიევში აგრესორების ყველა რაკეტა და უპილოტო საფრენი აპარატია განადგურებული. ქალაქ პავლოგრადზე სარაკეტო იერიშის  შედეგად  25 ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამი ბავშვია. 

უკრაინის თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების სარდლის ოლექსანდრ სირსკის განცხადებით, ბახმუტში სიტუაცია საკმაოდ რთულია, გრძელდება შეტაკებები.  

უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა ბახმუტის ცალკეულ მონაკვეთზე კონტრშეტევა განახორციელეს და მოწინააღმდეგეს ზოგიერთი პოზიცია დაატოვებინეს. 

ბახმუტში საევაკუაციო სამუშაოების მიმდინარეობისას ამერიკელი მოხალისე  26 წლის კუპერ ჰარის ენდრიუსი დაიღუპა. იგი ყოფილი საზღვაო ქვეითი უცხოური ლეგიონის ამერიკელი მოხალისე, შემდეგ კი წინააღმდეგობის კომიტეტის წევრი იყო.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში