სუდანში დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს ზავის დარღვევაში ადანაშაულებენ

01 მაისი 2023, 10:50 656 ნახვა

სუდანის დედაქალაქ ხართუმში შეიარაღებული დაპირისპირება გრძელდება.  ქალაქის ჩრდილოეთით ბაჰრის რაიონში ქუჩები სავსეა გადამწვარი და განადგურებული ავტომობილებით,    დაზიანებულია სახლები. 

კონფლიქტში მონაწილე მხარეები ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ადანაშაულებენ. 

სუდანის შეიარაღებულ ძალებსა და გასამხედროებულ სწრაფი მხარდაჭერის ძალებს შორის შეტაკებები უკვე მესამე კვირა გრძელდება, მიუხედავად არაერთი დადებული ზავისა და გაფრთხილებისა, რომ ქვეყანა სამოქალაქო ომისკენ  მიექანება.

სასტიკმა ბრძოლებმა უკვე ასობით ადამიანი იმსხვერპლა. გასამხედროებული სწრაფი რეაგირების ძალების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ოფიციალური შეთანხმება, რომელსაც ვადა შუაღამისას ეწურებოდა, საერთაშორისო, რეგიონული და ადგილობრივი მოწოდებების საპასუხოდ  კიდევ 72 საათით გაგრძელდება.    

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი