სამხრეთ კორეის ჯარში „ნაპოლის“ მცველი კიმ მინ-ჯე გაიწვიეს 

30 აპრილი 2023, 11:02 934 ნახვა

„ნაპოლის“ მცველი კიმ მინ ჯე სამშობლოში ივნისში დაბრუნდება და სამხრეთ კორეის ჯარში იმსახურებს. თუმცა, სპორტული დამსახურების გამო, მხოლოდ 21 დღე ივარჯიშებს – ინფორმაციას იტალიური გამოცემა Napolipiu ავრცელებს. 

შესაბამისად ფეხბურთელი სამხრეთ კორეის ნაკრებს, პერუსა და სალვადორთან ამხანაგურ მატჩებში ვერ დაეხმარება.

ცნობისთვის, სამხრეთ კორეაში ყველა მოქალაქე ვალდებულია, სამხედრო სამსახური გაიაროს, გამონაკლისი არც სპორტსმენების შემთხვევაშია დაშვებული. კიმი სერია A-ს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევა. მან მიმდინარე სეზონში 40 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი