"ნაპოლი" ჩემპიონობისთვის ემზადება

30 აპრილი 2023, 10:33 690 ნახვა

დღეს იტალიის სერია A-ს 32-ე ტურში "ნაპოლი" შინ "სალერნიტანას" უმასპინძლებს. მატჩმა 24 საათით გადმოიწია და თუ დღეს "ლაციო" "ინტერთან" ვერ მოიგებს და ნეაპოლელები გაიმარჯვებენ.

"ნაპოლი" 33 წლის შემდეგ ოფიციალურად იტალიის ჩემპიონი გახდება.

ჩემპიონობის აღსანიშნავად კი ნეაპოლში ყველაფერი მზად არის. ამ დროისთვის "ნაპოლი" 78 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება და უახლოეს მდევარ "ლაციოს" 17 ქულით უსწრებს.

"ნაპოლისა" და "სალერნიტანას" მატჩი დღეს "დიეგო მარადონაზე" 17:00 საათზე დაიწყება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში