ავთანდილ ხურციძემ „ჩაქუჩამ“ საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა

28 აპრილი 2023, 20:00 682 ნახვა

ახლახან გათავისუფლებულმა ავთანდილ ხურციძემ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გაშვებულ ლაივში საკრივო კარიერაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქე აღარ არის.

ავთანდილ ხურციძე იგივე "ჩაქუჩა" იმ დარბაზს დაუბრუნდა, რომელშიც დაპატიმრებამდე ვარჯიშობდა. იქ კიდევ ერთი ქართველი მოკრივე, ლაშა გურგულიანი ვარჯიშობს.

43 წლის ავთანდილ ხურციძემ ბოლოს 6 წლის წინ იჩხუბა. "ჩაქუჩა" მსოფლიოს ჩემპიონის ქამართან ძალიან ახლოს იყო - დაპატიმრებამ კი ტიტულზე ჩხუბი ჩაუშალა.

თუ ქართველი მოკრივე პროფესიონალურ კარიერას განაახლებს და მსოფლიოს ჩემპიონის სტატუსს მოიპოვებს, კრივის ისტორიაში მესამე ყველაზე ასაკოვანი ჩემპიონი იქნება.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი