იმუნიზაციის კვირეული 

28 აპრილი 2023, 14:18 819 ნახვა

„აიცერი, ვაქცინა გვიცავს“ - გზავნილი ისევ არ კარგავს აქტუალობას,  რადგან სპეციალისტების განცხადებით, იმუნიზაციის პროცესი   ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მანამდე იყო  კოვიდპანდემია.

ასევე  მეზობელ ქვეყანაში ზოგიერთი ინფექციის   ეპიდაფეთქებაცაა,ამიტომაც აცხადებენ, რომ  აუცილებელია იმუნური ფენის შექმნა სხვადასხვა ინფექციისგან თავის ასარიდებლად. 

რეგიონში იმუნიზაციის პროცესის  მიმდინარეობა და შედეგები დღეს კონფერენციაზე  შეაჯამეს, რომელსაც პირველადი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ასევე ვაქცინაციაზე პასუხისმგებელი პირები ესწრებოდნენ. 

ითქვა, რომ აჭარა იმუნიზაციის მაჩვენებლით მოწინავეა ქვეყნის სხვა რეგიონებთან შედარებით,   თუმცა  რეგიონის ჯანდაცვის მინისტრს მიაჩნია, რომ მაჩვენებლის კიდევ უფრო გაუმჯობესებაა საჭირო.  აქცენტი გაკეთდა ე.წ-ულ გამოტოვებულ აცრებზეც, რაზეც მოუწოდებენ მშობლებს, რომ განსაკუთრებით სასკოლო ფენა აუცილებლად უნდა აიცრას.

კონფერენცია აჭარის  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა ევროპის იმუნიზაციის კვირეულს მიუძღვნა, მთავარი თემა იყო ,,პრევენცია, დაცვა, იმუნიზაცია“.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი