საინფორმაციო საკომუნიკაციო ცენტრის მუშაობა სატელეფონო ქსელის სისტემური დაზიანების გამო, დროებით შეჩერებულია - შემოსავლების სამსახური

25 აპრილი 2023, 11:10 569 ნახვა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, სატელეფონო ქსელის სისტემური დაზიანების გამო, დროებით შეჩერებულია საინფორმაციო საკომუნიკაციო ცენტრის – 2 299 299 მუშაობის პროცესი.

„მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები, რათა დროულად მოხდეს მომსახურების სრული აღდგენა.

აქვე გაცნობებთ, რომ მომსახურების მიღება შესაძლებელია RS – ჩათის მეშვეობით ან დისტანციურ რეჟიმში, ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე www.rs.ge არსებული ელექტრონული სერვისებით.
შემოსავლების სამსახური ბოდიშს გიხდით შექმნილი შეფერხებისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი