წიგნის საერთაშორისო დღე ბათუმის თოჯინების თეატრში

23 აპრილი 2023, 17:15 982 ნახვა

წიგნის საერთაშორისო დღე აღნიშნეს ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულმა თეატრმა ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტთან ერთად. 

ღონისძიების ფარგლებში უნივერსიტეტის გამოცემული კრებულებისა და წიგნების გამოფენა მოეწყო. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას კი თეატრისგან გასულ წელს გამოცემული წიგნი „ჯადოსნური სივრცე გადაეცა.

წიგნში თეატრის დაარსებამდე თეატრალური წარმონაქმნების ისტორიის მიმოხილვა და თეატრის ისტორიაა ასახული 1980 წლიდან დღემდე. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა მასტერკლასი.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში