საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები დღეს ზაგრებში ევროპის ჩემპიონატზე იწყებს ასპარეზობას.
21-23 აპრილის ჩათვლით ხორვატიაში ათი ქართველი იჭიდავებს, ამათგან ხუთი აჭარის საჭიდაო სკოლის წარმომადგენელია.
საქართველოს ნაკრების ღირსებას ნუგზარ წურწუმია, ფრიდონ აბულაძე, ლერი აბულაძე, ჯონი ხეცურიანი, რამაზ ზოიძე, იური ლომაძე, გელა ბოლქვაძე, ლაშა გობაძე, რობერტ კობლიაშვილი და იაკობ ქაჯაია დაიცავენ.