უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოწინააღმდეგის 60-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს - უკრაინის გენშტაბი

21 აპრილი 2023, 10:03 519 ნახვა

გასული ღამის განმავლობაში, უკრაინის დედაქალაქში და რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში ისმოდა.

კიევის რეგიონულმა სამხედრო ადმინისტრაციამ მოსახლეობა „კამიკაძე“ დრონების შესაძლო თავდასხმის შესახებ გააფრთხილა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა წუხელ უკრაინის ტერიტორიაზე ,,Shahed-136'' ტიპის 10 დრონი გამოიყენეს, მათგან 8 უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს.

გენშტაბის ცნობით, გასული დღის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოწინააღმდეგის 60-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს.

რუსული აგრესიის მთავარ სამიზნედ ისევ დონეცკის ოლქი რჩება. ბრძოლა გრძელდება ბახმუტისთვის. ოკუპანტი ქვეყნის სამხედრო სარდლობა ბახმუტთან ახლოს, კონსტანტინოვკაში, სამხედრო მართვის ცენტრალურ პუნქტებზე იერიშების შესახებ იუწყება, თუმცა ოპერაციის დეტალების შესახებ ცნობას არ ავრცელებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი