აჭარის ველოსპორტის ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს

20 აპრილი 2023, 19:57 922 ნახვა

დღეს აჭარის ველოსპორტის ფედერაციაში პრეზიდენტის არჩევნები გაიმართა. 2011 წლიდან აღნიშნულ ფედერაციას ჯონი ცივაძე ხელმძღვანელობდა, დღეიდან კი ორგანიზაციას ყოფილი პრეზიდენტის და ცნობილი ველომრბოლელის ჯონი ცივაძის მოსწავლე, ლონდონის ოლიმპიური თამაშების მონაწილე გიორგი ნადირაძე უხელმძღვანელებს. ახალი პრეზიდენტის გეგმები პირველ რიგში ჩვენი რეგიონის ყველა რაიონში სპორტის ამ სახეობის განვითარებას უკავშირდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში