ჩემპიონთა ლიგაზე ნახევარფინალური წყვილები გაირკვა

20 აპრილი 2023, 19:53 542 ნახვა

გუშინ გაიმართა ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი ორი მეოთხედფინალური შეხვედრა. ალიანს არენაზე „ბაიერნმა“ „მანჩესტერ სიტის“ უმასპინძლა და ფრედ 1:1 ითამაშა. პირველი შეხვედრა გუარდიოლას გუნდს 3:0 ჰქონდა მოგებული და ორი მატჩის ჯამში ნახევარფინალშიც „სიტი“ გავიდა, სადაც მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდება. მეორე შეხვედრაც, რომელიც ინტერსა და ბენფიკას შორის გაიმართა, ასევე ფრედ 3:3 დასრულდა. ინტერს პირველი მატჩი 2:0 ჰქონდა მოგებული. მილანური გუნდი ნახევარფინალში თანაქალაქელ მილანს დაუპირისპირდება. პირველი მატჩები 9, განმეორებითი კი 16 მაისს გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში