ადეკვატური კომპენსაცია- მოსახლეობის მოთხოვნა

12 თებერვალი 2017, 00:00 2553 ნახვა

შეთავაზებულ კომპენსაციაზე დათანხმებას არ აპირებენ ხიხანის ქუჩის მცხოვრებლები. ისინი კომპანიისგან, რომელსაც ბათუმი - ახალციხის ელექტრო - გადამცემი ხაზი გაჰყავს ადექვატურ თანხას ითხოვენ. შეგახსენებთ აქციები აქ 9 თებერვალს დაიწყო. ადგილობრივები აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვენ, თუმცა ჯერ - ჯერობით უცნობია შეხვდება თუ არა ზურაბ პატარაძე მოსახლეობას. რაც შეეხება კომპანიის პოზიციას -  “საქართველოს ელექტრო - სისტემაში” ამბობენ რომ ფასები კერძო აუდიტმა დაადგინა და შეთანხმებულია მთავრობასთან. ისინი შეთავაზებას მხოლოდ იმ შემთხვევაში გადახედავენ თუ ამას მათ სასამართლო დააკისრებს. ადგილობრივები სწორედ სასამართლოში გეგმავენ დავის გაგრძელებას. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი