ხულოს მუნიციპალიტეტში, ღურტაში, მემორიალთან შეკრებილმა ადგილობრივებმა აქცია გამართეს და ჰესების მშენებლობა გააპროტესტეს. ისინი გამგებელს უნდობლობას უცხადებენ და განმარტავენ, რომ გამგეობამ ჰესების მშენებელ კომპანიასთან მოსახლეობის ინტერესები არ დაიცვა. ამ მიზეზით, შეკრებილებმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მემორიალთან არ მიუშვეს. მოსახლეობა 46 წელია ყოველ 11 თებერვალს მემორიალთან იკრიბება. მათ ზვავში მოყოლილი 22 თანასოფლელის ხსოვნას პატივი მიაგეს და ტრაგედიის ღამე გაიხსენეს.