ზელენსკიმ მსოფლიო სავალუტო ფონდს სიტყვით მიმართა

13 აპრილი 2023, 10:10 558 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტმა  საერთაშორისო სავალუტო ფონდის საგაზაფხულო სესიაზე  ვიდეოჩართვისას  შეხვედრის მონაწილეებს მოუწოდა   წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ უკრაინაში დაღუპულთა ხსოვნას.

ზელენსკიმ  სავალუტო ფონდის წევრებს იმ უკრაინელი ჯარისკაცის  ხსოვნის პატივისცემისკენაც  მოუწოდა,  რომლის სიკვდილით დასჯის ვიდეოკადრები  გუშინ მთელმა მსოფლიომ  ნახა.   

კიევმა კრემლი  ტერორისტულ დაჯგუფება ისლამურ სახელმწიფოს შეადარა მას შემდეგ, რაც ინტერნეტში გავრცელდა რუსი სამხედროების მიერ უკრაინელი ტყვე ჯარისკაცის თავის მოკვეთის ვიდეოჩანაწერი.   

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში