გასული დღის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოწინააღმდეგის 45 შეტევა მოიგერიეს-ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ლიმანის მიმართულებით, რუსებმა წინსვლა სცადეს ბელოგოროვკას ტერიტორიაზე. პარალელურად, მათ დაბომბეს ლუგანსკის ოლქის ნოვოსელოვსკოეს, ნევსკოეს, კუზმინოსა და ბელოგოროვკას დასახლებები, ასევე დონეცკის ოლქის ტორსკისა და სპორნოეს დასახლებები.
უკრანის გენშტაბის ცნობით, ავდეევკასა და მარიკას მიმართულებებზე ყველაზე სასტიკი ბრძოლები მარინკასთვის მიმდინარეობს. უწებაში აცხადებენ, რომ რუსულმა ძალებმა, ამ მიმართულებით, 13 დასახლება დაბომბეს.
"სასტიკი ბრძოლებია ბახმუტის რაიონში. რუსები ცდილობენ ქალაქი სრულად გააკონტროლონ. მუდმივი დაბომბვის ქვეშ იმყოფება ვასიუკოვკა, ორეხოვო-ვასილიევკა, ნოვომარკოვო, გრიგოროვკა, ბოგდანოვკა, ბახმუტი, ივანოვსკოე, ნოვოდმიტროვკა, კურდიუმოვკა, დრუჟბა, სევერნოე და ჟელეზნო“, - აცხადებენ გენშტაბში.