ციხეში ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა

12 აპრილი 2023, 14:04 724 ნახვა

პატიმრობაში  მყოფი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება - აცხადებს პოლიტიკოსის წარმომადგენელი კირა იარმიში

ტვიტერზე გამოქვეყნებულ პოსტში იგი  წერს, რომ  წუხელ  კუჭის მწვავე ტკივილის გამო  ნავალნისთვის ციხეში სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო, თუმცა მას არც დიაგნოზი დაუსვეს და არც მკურნალობა დაუნიშნეს. 

იარმიშის მტკიცებით, ბოლო 15 დღის განმავლობაში ნავალნიმ წონაში 8 კილოგრამი დაიკლო. 46 წლის პოლიტიკოსს თაღლითობისა და სასამართლოს უპატივცემულობისთვის  ბრალდებებით თერთმეტწლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.  ნავალნი ბრალდებებს შეთითხნილს უწოდებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი