ბინები ეკომიგრანტებს

11 თებერვალი 2017, 00:00 3240 ნახვა

აღნიშნულის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ქედის მუნიციპალიტეტში ყოფნისას განაცხადა. ზურაბ პატარაძემ ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ორ ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ბინა გადასცა. სოფელ პირველ მაისში მცხოვრებ ნუგზარ ციციანიძის საცხოვრებელი მეწყრის შედეგად ათი წელია რაც დაზიანებულია. ბინა გადაეცა ასევე ოთხ წევრიან ოჯახს, რომელიც ასევე მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრობდა. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ქედაში საცხოვრებელი ბინით 100-ზე მეტი ოჯახი დაკმაყოფილდა. დღესვე, ზურაბ პატარაძემ სოფელ კუჭულაში მცხოვრებ ხანძრის შედეგად დაზარალებულ შუქრი გორგაძის ოჯახს საჩუქრად საყოფაცხოვრებო ტექნიკა გადასცა. 11 წევრიან ოჯახს საცხოვრებელი შემოდგომაზე დაეწვათ. ოჯახს აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 10 ათასი ლარი გადაეცა.

ამავე კატეგორიაში