გაეროს მონაცემებით, ინდოეთმა ჩინეთს გაუსწრო და მსოფლიოს ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანა გახდა. დღეისთვის ინდოეთში მილიარდ 428 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ბოლო 12 წლის განმავლობაში ეს რიცხვი 210 მილიონით გაიზარდა.
ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული ბიურო კი ბოლო 60 წლის განმავლობაში ქვეყნის მოსახლეობის ერთი მილიონით კლებას ადასტურებს.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ჩინეთი „ნეგატიური დემოგრაფიული ზრდის“ ეპოქაში შევიდა, რაზეც მეცნიერები დიდი ხანია საუბრობენ. მოსახლეობის სიდიდით მესამე ადგილზე 339 მილიონზე მეტი ადამიანით შეერთებული შტატებია.
2022 წლის ნოემბერში მსოფლიოს მოსახლეობამ 8 მილიარდს მიაღწია. დედამიწაზე მცხოვრებთა რიცხვი წუთში დაახლოებით 140 კაცით იზრდება და უმეტეს ქვეყნებში შობადობა აღემატება სიკვდილიანობას.
მოსახლეობის ზრდის ტემპი რამდენიმე ათეული წელია მცირდება.