ლაბორატორიული დასკვნის მოლოდინი

11 თებერვალი 2017, 00:00 3352 ნახვა

ქობულეთის წყლის ლაბორატორიული შემოწმების პასუხი დღეს გახდება ცნობილი. წყალი, რომლიც მუნიციპალიტეტში ქალაქის დასახლებას მიეწოდება 5 მაჩვენებელზე ამოწმებენ. სასმელი წყლის გადამოწმების მიზეზი სპეციფიკური სუნი და გემო გახდა, რასაც თავიდან შპს “ქობულეთის წყლის” ხელმძღვანელობა რეზერვუარის კედლების ჩამორეცხვით ხსნიდა. მოგვიანებით კი წყლის სათავე ნაგებობის დირექტორმა განაცხადა, რომ სათავე - ნაგებობის გაწმენდის დროს წყალში ზედმეტი ქლორი ჩაუშვეს. მიუხედავად იმისა რომ, ჯერ დასკვნა - დასაშვებია თუ არა წყლის სასმელად გამოყენება - არ მომზადებულა, სკოლამდელ დაწესებულებებში მას საკვებისთვის მაინც იყენებენ. საბავშვო ბაღებში აცხადებენ, რომ მათ ნებართვა ქობულეთის გამგეობიდან მისცეს.

ამავე კატეგორიაში