“გენდერის ფესტივალი“ ქედაში

08 აპრილი 2023, 14:18 1068 ნახვა

„გენდერის  ფესტივალი“ ქედაში. ქედის სათემო განათლების ცენტრმა ღონისძიებაზე ქედაში მცხოვრები აქტიური და წარმატებული ქალები მიიწვია, მათ შორის, წარმატებული სტუდენტები გაცვლითი პროგრამებიდან.

„გენდერი ობიექტივში“ პროექტის ფარგლებში შეირჩა და დაჯილდოვდა გენდერის თემატიკაზე კონკურსში წარმოდგენილი ნამუშევრების ავტორები.  

14 სათემო განათლების ცენტრში წარმოდგენილი ნამუშევრებიდან 4-მა გაიმარჯვა, მათ შორის ქედაში, გამარჯვებული აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი, ილონა შავლიძე გახდა, რომელმაც სიუჟეტში ქედაში მცხოვრები ერთ-ერთი ქალის ცხოვრება ასახა.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ნახატების, მინანქრის, ხელნაკეთი ნივთებისა და აქსესუარების გამოფენა-გაყიდვა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი