ვარშალომიძეს დეპუტატის მანდატი შეუწყდა

10 თებერვალი 2017, 00:00 3189 ნახვა

ლევან ვარშალომიძეს უმაღლეს საბჭოში უფლებამოსილება ოფიციალურად შეუწყდა. გადაწყვეტილება რიგგარეშე სესიაზე მიიღეს. მას პარტიული სიის მიხედვით ასმათ დიასამიძე ჩაანაცვლებს. იგი დეპუტატის მანდატს მესამე ვადით ჩაიბარებს. მისი უფლებამოსილების ცნობამდე რამდენიმე პროცედურული საკითხი გადაწყდება. დადგენილებას უმაღლესი საბჭო უსკოს გადაუგზავნის. უმაღლესი საარჩევნო კომისია კი, ასმათ დიასამიძისგან წერილობითი თანხმობის შემდეგ თავმჯდომარის განკარგულებას მიიღებს. ამის შემდედ ცნობენ უმაღლესი საბჭოს მორიგ სხდომაზე ასმათ დიასამიძის უფლებამოსილებას. მე შეგახსენებთ ლევან ვარშალომიძე 2016 წლის მოწვევის უმაღლესი საბჭოს არცერთ სხდომას არ დასწრებია, თუმცა მას ანაზღაურება ერიცხებოდა. ნაციონალური მოძრაობიდან რიგგარეშე სესიას დღეს მხოლოდ პეტრე ზამბახიძე ესწრებოდა. უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დარბაზში  მყოფი 14-დან 13-მა დეპუტატმა დაუჭირა.

თეონა ბაკურიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი