დასაქმების ხელშეწყობა პროფესიული მომზადება-გადამზადების ქვეპროგრამის ფარგლებში, ქობულეთის პროფესიულ კოლეჯ "ახალ ტალღაში" შეხვედრა გაიმართა.
აჭარის დასაქმების სააგენტოს სასწავლო პროგრამაზე 42-ბენეფიციარი შეირჩა. 4-თვიანი პროგრამა, თეორიული და პრაქტიკულ სწავლებას მოიცავს.
კურსი ითვალისწინებს მომზადებას შემდეგ პროფესიებში: კულინარიის ხელოვნება, სასტუმროს მიღება განთავსების პროცედურები, ბარის ორგანიზება, ელექტრო სამონტაჟო სამუშაოები, შედუღება, მძიმე სამშენებლო ტექნიკის ოპერატორი.