მერიის სტიქიის სალიკვიდაციო კომისიამ განცხადებების განხილვა დაიწყო

05 აპრილი 2023, 15:00 782 ნახვა

მერიის მუდმივმოქმედი კომისიის მორიგი სხდომა. უწყების  პრესსამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ირკვევა, რომ კომისიის წევრებმა 1 კვირის  წინ ქარიშხლის შედეგად დაზარალებული ოჯახების მიერ შეტანილი განცხადებების  შესწავლა დღეს დაიწყეს. დახმარება სულ 220 ოჯახს  სჭირდება. 

თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას დაჩქარებული წესით მოამზადებენ,  სამუშაოებს  კი გამარტივებული წესით შეისყიდიან.

ეს  ეხება მრავალბინიანი კორპუსების სრულად დაზიანებულ სახურავებს, რაც შეეხება  კორპუსების  სახურავების ნაწილობრივ დაზიანებას,  ამ შემთხვევაში სამუშაოებს მუნიციპალური  სერვისების სააგენტო უზრუნველყოფს.  თუმცა რა ვადებზეა გაწერილი აღნიშნული პროცედურები, ან როდისთვის დაეხმარებიან სტიქიის შედეგად დაზარალებულებს ბათუმში, კონკრეტული თარიღების  შესახებ  მერიის პრესრელიზში არაფერია ნათქვამი.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი