დავით ნინიაშვილი ტრავმის გამო თამაშებს დაახლოებით ექვს კვირას გამოტოვებს – ნინიაშვილს საფრანგეთის TOP 14-ის რეგულარული სეზონის დარჩენილი ნაწილი გაუცდება. „ლიონმა“ „ჩელენჯ კაპის“ მერვედფინალში „სტად ფრანსეს“ 41:24 სძლია, სწორედ ამ შეხვედრაში მიიღო მარცხენა ფეხის კოჭის ტრავმა ნინიაშვილმა და თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა. მატჩის შემდეგ კი გამოჩნდა, რომ ქართველი მორაგბე ყავარჯნებით გადაადგილდებოდა. ქართველი უკანახაზელი ნამდვილად დააკლდება 8 აპრილს დაგეგმილ ჩელენჯ ქაფის მეოთხედფინალს ტულონის წინააღმდეგ და თითქმის სრულად გაუცდება საფრანგეთის ჩემპიონატის რეგულარული სეზონი. მიმდინარე სეზონში დავით ნინიაშვილმა ჩემპიონატის 12 მატჩში 7 ლელოს დადება შეძლო და ბომბარდირთა დავაშია, 21 ტურში 55 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე იმყოფებიან. წინ მხოლოდ ტულუზა ლა როშელი და სტად ფრანსე არიან.