გერმანიის ვიცე-კანცლერი კიევში ჩავიდა, - ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ვიზიტი წინასწარ დაანონსებული არ ყოფილა.
რობერტ ჰაბეკის განცხადებით, კიევში დაგეგმილი პოლიტიკური მოლაპარაკებების მიზანია, უკრაინას მისცენ იმის იმედი, რომ ქვეყანა ომის შემდგომ აღდგება.
გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებები უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განახლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე იქნება ფოკუსირებული.