ლევან ვარშალომიძის მანდატი

09 თებერვალი 2017, 00:00 3139 ნახვა

 სავარაუდოდ ხვალ აჭარის უმაღლესი საბჭო ლევან ვარშალომიძეს დეპუტატის უფლებამოსილებას, ვადაზე ადრე შეუწყვეტს. -ეს საკითხი დღეს გამართულ ბიუროს სხდომაზე განიხილეს და რიგგარეშე სესიის დღის წესრიგში ჩასვეს. იურიდიულ და საპროცედურო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით დეპუტატისთვის უფლებამოსილების შესაწყვეტად ყველა პროცედურა გავლილია და დარჩა ამ საკითხის მხოლოდ კენჭისყრაზე დაყენება. იმისთვის, რომ საკითხი დადებითად გადაწყდეს, 11 დეპუტატის თანხმობაა საჭირო, რის შემდეგაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე წერილობით მიმართავს უმაღლეს საარჩევნო კომისიას. კომისიას 30 დღიანი ვადა აქვს პროცედურებისთვის, მანმადე კი 15 დღის ვადაში ადგილმონაცვლე დეპუტატმა, ამ შემთხვევაში ასმათ დიასამიძემ, თანხმობა უნდა განაცხადოს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი