თბილისში მიმდინარე გრანდ სლემზე გიორგი სარდალაშვილი ფინალში იასპარეზებს. 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში 19 წლის გიორგი სარდალაშვილი, რომელიც ტურნირზე წონის პირველი ნომერია, ნახევარფინალში უკრაინელ ხალმატოვს შეხვდა და მეტოქე დამატებით დროში ვაზარით დაამარცხა. ახალგაზრდა ქართველი ფინალში აზერბაიჯანელ ბაირამოვთან იჭიდავებს.
66 კილოგრამ წონით კატეგორიაში შეჯიბრებაზე წონის პირველმა ნომერმა, ვაჟა მარგველაშვილმა მეოთხედფინალში ყაზახი ყირგიზბაიევი დაამარცხა და ნახევარფინალში ყირგიზ აიბეკ ულუს დაუპირისპირდება.
გრანდ სლემის წინასწარი შეხვედრები 09:30-ზე დაიწყო. ფინალური ბლოკი კი 17:00 საათზე გაიმართება.