საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. მიხეილ ჯანელიძე შეხვედრებს ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან გამართავს. ასევე დაგეგმილია ამერიკის კონგრესსა და სენატში შეხვედრები. საუბარი საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობასა და თანამშრომლობის გაღრმავებას შეეხება.