ამორტიზებული გზა ქობულეთის სადგურის ტერიტორიაზე

09 თებერვალი 2017, 00:00 4212 ნახვა

ქობულეთში ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენჯერმე განხორციელებული რეაბილიტაციის მიუხედავად  გზა ისევ ამორტიზებულია. მძღოლები ამბობენ, რომ ასფალტი დიდთოვლობის შემდეგ კიდევ უფრო დაზიანდა. მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ კომპანია “ჯილაინთან” უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო გამგეობამ ხელშეკრულება გაწყვიტა, ამ ეტაპზე კი კომპანიისგან ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან, რათა სამუშაოები განახლდეს. ზაზა კაიკაციშვილი ზუსტ თარიღებს ვერ ასახელებს, თუმცა მისი თქმით,  აღნიშნული ტერიტორიის მოწესრიგება გაზაფხულისთვის დაიწყება.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში