ეროვნული თავდაცვის აკადემიას მოხალისეთა ორგანიზაციების წარმომადგენლები ესტუმრნენ. ახალგაზრდებმა ვიზიტის ფარგლებში კიბერუსაფრთხოების შესახებ ლექცია მოისმინეს.
მოხალისეებმა კიბერ სივრცის საფრთხეებისა და მათთან გამკლავების გზების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს.
ახალგაზრდებმა მოგვიანებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
გაეცნენ იუნკერების სასწავლო პროცესს. მსგავსი შეხვედრები თავდაცვის ძალების საქმიანობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და ჯარის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.