გონიოს საკურორტო ზონაში, ახალი, მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსი აშენდება. 4 სასტუმრო 3 ჰექტარ ფართობზე 1055 ნომრითა და 75 ინფრასტრუქტურული ობიექტით.
პროექტით გათვალისწინებულია საცურაო აუზები, 12 რესტორანი, კაფე- ბარები, სპა და ფიტნეს ცენტრები.
50 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელება 2026 დასრულდება. მშენებლობის პერიოდში 1200-მდე ადგილობრივი დასაქმდება, სასტუმრო კომპლექსის გახსნის შემდეგ კი 700 ადამიანი.
საერთაშორისო სასტუმროს Wyndham Grand Gonio-სა და Wydham Grand Residences-ის პროექტების პრეზენტაცია დღეს გაიმართა.