ნატო-მ საქართველოს თავდაცვის ძალებს ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადასცა. თავდაცვის სამინსიტროს ინფორმაციით, 6 სპეციალური კომპლექტაციით აღჭურვილი „ტოიოტა ლენდ კრუიზერი პრადო 150“ საქართველოს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის სამხედრო პოლიციის ინიციატივის ფარგლებში გადაეცა.
უწყების ცნობით, ავტომობილებს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიცია სამსახურებრივი საჭიროებებისას გამოიყენებს.