ოპოზიციური პარტიების ერთობისა და სტუდენტების 3 - პუნქტიანი გეგმა საერთო-სახალხო მშვიდობიანი დაუმორჩილებლობის შესახებ 9 მარტს გახდება ცნობილი.
ოპოზიციური პარტიების ერთობა და სტუდენტები, რომლებიც ჩართულები არიან საპროტესტო მოძრაობაში, ერთობლივ მოწოდებას 11:00 საათზე გააკეთებენ.
"საგანგებო ბრიფინგზე გაჟღერდება პარტიების და სტუდენტური საპროტესტო გაერთიანების შეთანხმებული 3 პუნქტიანი გეგმა საერთო-სახალხო მშვიდობიანი დაუმორჩილებლობის კონკრეტული მოქმედებების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ორგანიზატორები ავრცელებენ.