ხელისუფლებას ბოლო შანსი აქვს, აღმოფხვრას ნაპრალი მოსახლეობასთან და აჩვენოს, რომ არ არის არადეკლარირებული რუსული ძალა - პრეზიდენტი

09 მარტი 2023, 00:33 505 ნახვა

ხელისუფლებას ბოლო შანსი აქვს, აღმოფხვრას ნაპრალი მოსახლეობასთან და აჩვენოს, რომ ის არ არის არადეკლარირებული რუსული ძალა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „სიენენის“ ეთერში აისა სოარესთან გადაცემაში განაცხადა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, იმ დროს, როდესაც საქართველო კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების მოლოდინშია და არავითარი საჭიროება არ ყოფილა არასამთავრობო ორგანიზაციების რეგისტრაციის, ამ კანონმდებლობის წარდგენა, რუსული პოლიტიკის ინტერესების გატარებად გამოიყურება.

"ხდება ხალხის ნების თავისუფლად გამოხატვის ჩახშობა, ხალხი გამოდის ერთადერთი მოთხოვნით, რომ გაიწვიონ უკან კანონი, რომელზეც სავარაუდოდ ვენეციის კომისია იტყვის, რომ არ გააჩნია საკუთარი პოზიცია, ასე დროს ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ ეს მათი ბოლო შანსია, აღმოფხვრას ნაპრალი, რომელიც სულ უფრო ღრმავდება. ბოლო შანსი აქვთ, აჩვენონ, რომ ისინი არ არიან არადეკლარირებული რუსული ძალა“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი