ფარული მოსმენები - საგაზაფხულო სესია

07 თებერვალი 2017, 00:00 2032 ნახვა

ფარული მოსმენები ერთ-ერთი სკაითხია, რომელზეც დეპუტატები საგაზაფხულო სესიის ფარგლებში იმსჯელებენ, ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ფარული მოსმენა-მიყურადების საკითხებს განსაზღვრავს. სესია ბიუროს სხდომით 4 საათზე გაიხნსება. სესიის ფარგლებში  დეპუტატები ასევე იმსჯელებენ საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტზე,  რომელსაც 24 იანვარს პრეზიდენტმა ვეტო დაადო და მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს გადაუგზავნა. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ვეტოს დაძლევის პრობლემა არ ექნებათ, თუმცა მანამდე შენიშვნებს განიხილავენ. უკვე ცნობილია, რომ უმცირესობა ვეტოს დაძლევაში არ მიიღებს მონაწილეობას, რაგდან პარტიის წვერები პრეზიდენტის შენიშვნებს იზიარებენ, მათ შორის მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დანიშვნის შესახებ. საგაზაფხულო სესიაზე ასევე იმსჯელებენ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის  კანდიდატზე. როგორც იცით ამ პოსტზე პარლამენტმა კერძოდ, ფრაქცია ,,ქართულმა ოცნებამ” მანანა კობახიძე წარადგინა. გუშინ იურიდიულმა კომიტეტმა კობახიძეს მხარი დაუჭირა და მან 11 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი