ევროპარლამენტარების მოწოდება

08 მარტი 2023, 11:02 507 ნახვა

ევროპარლამენტარები რასა იუკნევიჩიენე და მარკეტა გრეგოროვა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ უარი თქვას ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის მიღებაზე. ლიეტუველმა დეპუტატმა ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ საქართველო ევროპას ეკუთვნის და ამ კანონის მიღება საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკური გზის გაგრძელებას.

ევროპარლამენტარი მოუწოდებს საქართველოში ყველა პოლიტიკოსს, განსაკუთრებით მმართველი პარტიიდან, მოუსმინონ  ხალხს და ნუ მოახდენენ საკუთარი ქვეყნის მომავლის საბოტაჟს. ჩეხი ევროპარლამენტარი კი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, შეაჩეროს „უცხოეთის აგენტების“ კანონის განხილვა.

გრეგოროვამ ტვიტერზე დაწერა, რომ ტაშს უკრავს მამაც ხალხს. ევროპარლამენტის დეპუტატის განცხადებით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისგან იყო ბევრი სიტყვიერი თავდასხმა მისი პარტიის პოპულარობის შესახებ, რომელსაც 40% არ აქვს. გრეგოროვა პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს ეუბნება, რომ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი არასდროს გამოუყენებიათ.

ევროპარლამენტის წევრი ვიოლა ფონ კრამონიც ეხმაურება თბილისში მიმდინარე აქციას. მას გუშინდელმა მოვლენებმა 2013-2014 წლებში უკრაინაში მაიდნის დრო გაახსენა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი