კიდევ ერთი მეწყერი ხულოში

05 მარტი 2023, 20:03 789 ნახვა

ხულოში კიდევ ერთი მეწყერი განვითარდა, ამჯერად სოფელ დანისპარაულში. გზის გამწმენდი კომპანიის ინფორმაციით მოძრაობა ამჯერად კურორტ გოდერძის გზაზე მდებარე ბოლო სოფელშია შეზღუდული და ადგილზე შესაბამისი ტექნიკა მიემართება.

დილიდან მეწყერი სულ ოთხ ლოკაციაზე იყო ჩამოწოლილი სადაც გზის გაწმენდა დღის განმავლობაში მოხდა.

ხულოში პირველი მეწყრის ჩამოწოლიდან უკვე მესამე დღეა, რის გამოც მუნიციპალიტეტში გზის საგზაო მოძრაობა პერიოდულად იზღუდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი