საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიის ასაკობრივ გუნდთან ფრედ 1:1 ითამაშა

02 მარტი 2023, 21:19 580 ნახვა

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიის ასაკობრივ გუნდთან რუსთავის ტექნიკური ცენტრის მოედანზე მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა. გიორგი ჩიტაურის გუნდმა მეტოქე ორი დღის წინ დაამარცხა, ამჯერად კი ფრეს დასჯერდა - 1:1. საქართველოს ნაკრები მარცხისგან რეზი დანელიამ იხსნა, რომელმაც 90-ე წუთზე პენალტი ვერ გაიტანა, მაგრამ მეკარის მოგერიებული ბურთი თავადვე გადაგზავნა კარში.  ორი დღის წინ სწორედ დანელიამ მოაგებინა ჩიტაურის გუნდს

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში