ნანა ძაგნიძე მსოფლიო საჭადრაკო რეიტინგის ათეულშია

02 მარტი 2023, 14:10 572 ნახვა

ნანა ძაგნიძე მსოფლიოს საჭადრაკო რეიტინგის ათეულშია. ქართველმა მოჭადრაკემ ცოტა ხნის წინ მიუნხენში ბრწყინვალედ იასპარეზა გრან პრის მეორე ეტაპზე, 11 ტურში 6.5 ქულა მოაგროვა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

ფიდე-ს მიერ განახლებულ კლასიფიკაციაში ძაგნიძემ 8 პუნქტი შეიმატა და 2525 ქულით მე-9 ადგილზე გადაინაცვლა.

საუკეთესო ოცეულში კიდევ ორი ქართველი მოჭადრაკე იმყოფება - მე-14-ე პოზიციაზეა ბელა ხოტენაშვილი, მე-16-ზე კი ნინო ბაციაშვილი.

ქალთა კლასიფიკაციის მოწინავე ათეულში 4 წარმომადგენელი ჰყავს ჩინეთს, 3 – რუსეთს, თითო კი – ინდოეთს, საქართველოსა და უკრაინას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი