აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიციონერი დეპუტატები, პარლამენტში ინიცირებულ ე.წ აგენტების შესახებ კანონპროექტს ეხმაურებიან.
დღეს, პარტიის ოფისში, სპეციალური ბრიფინგი გამართეს და ხელისუფლება ანტიდასავლურ კამპანიაში დაადანაშაულეს.
ამბობენ, რომ ამ კანონით არასამთავრობო ორგანიზაციების წნეხში მოქცევა და აგენტებად გამოცხადება იგეგმება.
ოპოზიციამ დღეს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შეახსენა ის სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც აჭარის რეგიონში წლებია ამრიკისა და ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება. მათი თქმით, საუბარია ისეთ მასშტაბურ პროექტებზე, როგორიცაა წყლისა და კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაცია, ბათუმისთვის ავტობუსების შეძენა, ც ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამა და სოფლის მეურნეობის სხვადასხვა პროექტების დაფინანსება.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრები, აჭარის უმაღლესი საბჭოდან, მთავრობას მოუწოდებენ, უარი თქვან რუსული კანონის მიღებაზე. ასევე აინტერესებთ მმართველი პარტიიდან მათი კოლეგების პოციზია. ამბობენ, რომ იწყებენ აქტიურ კამპანიას, რათა მოსახლეობას კიდევ ერთხელ გააცნონ პროექტები, რომლებიც აჭარაში ამერიკისა და ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება.