საბერძნეთში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა.
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა, სამდღიანი გლოვა გამოაცხადა და სახელმწიფო დროშების დაშვების განკარგულება გასცა.
დატრიალებული ტრაგედიის ფონზე, თანამდებობიდან გადადგა ტრანსპორტის მინისტრი.
გუშინ, საბერძნეთის ქალაქ ლარისასთან ერთმანეთს სამგზავრო და სატვირთო მატარებლები შეეჯახა. ტრაგედიის დროს სამგზავრო მატარებელში 350-მდე მგზავრი იმყოფებოდა.