ვინც ხმას მისცემს ამ პროექტს, პირდაპირ იქნება პასუხისმგებელი საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის დაზიანებაზე - კელი დეგნანი „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე

01 მარტი 2023, 18:24 1234 ნახვა

ვინც ხმას მისცემს „ხალხის ძალის“ კანონპროექტის ნებისმიერ ვერსიას, საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავლის რისკის ქვეშ დაყენებისთვის პირდაპირ იქნება პასუხისმგებელი. ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

დეგნანის თქმით, გაერომ, აშშ-მა, ევროსაბჭომ, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა და საქართველოს მეგობრებმა მთელი მსოფლიოდან, არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, პარლამენტს, რომ ამ წინადადებების განხილვა არ დაიწყოს.

„ეს წინადადებები შეაჩერებს იმ ორგანიზაციებსა და ჯგუფებს, რომლებიც მუშაობენ ქართველების დასახმარებლად და ცდილობენ საზოგადოებრივი ცხოვრების გაუმჯობესებას, იმ ქართველების, რომლებიც მუშაობენ იმ მიზნის მისაღწევად, რასაც უსაფრთხო, წარმატებული მომავალი ჰქვია. ეს წლებია, გრძელდება საქართველოს მეგობრებისა და მათი ადგილობრივი პარტნიორების თანამშრომლობით. ამ პროცესს დააზიანებს ეს წინადადებები და ინიციატივები, რომელიც საქართველოს არ სჭირდება. ამიტომ ჩემი შეკითხვაა, რაში სჭირდება ეს საქართველოს, რა არის ამ პროექტის რეალური მიზანი, რა დგას რეალურად ამ წინადადებების ინიცირების უკან, რომელიც საქართველოს არ სჭირდება და რომელიც იქნება პასუხისმგებელი საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის დაზიანებაზე, მაშინ, როდესაც საქართველოს უმრავლესობას გაცხადებული აქვს საკუთარი პრიორიტეტებისა და მისწრაფებების შესახებ“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი