ოფიციალურად საფრანგეთის ფედერაციის პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა

28 თებერვალი 2023, 19:50 553 ნახვა

ოფიციალურად საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა. 81 წლის ნოელ ლე გრემი გათავისუფლების გადაწყვეტილება ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე მიიღეს. ლე გრე ფედერაციას 2011 წლიდან ხელმძღვანელობდა, მაგრამ ამა წლის იანვარში ჩამოაშორეს მოვალეობების შესრულებას ზინედინ ზიდანის მისამართით უპატივცემულო კომენტარის გამო. ასეთი გადაწყვეტილების კიდევ ერთი მიზეზი გახდა მისი მხრიდან კოლეგებთან სექსუალური ზეწოლის მრავალრიცხოვანი შემთხვევები. ამ საქმეს სპეციალური აუდიტის სამსახური იძიებს და როგორც ფრანგულ მედიაში წერენ, პროკურატურამ უკვე დაიწყო გამოძიება ბულინგისა და სექსუალური შევიწროების მიმართულებით. ცხადია, ფრანგული ფეხბურთის ყოფილი ბოსი აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში