ხატია ჭყონია "ბათუმის" შემადგენლობაში ითამაშებს

28 თებერვალი 2023, 17:08 791 ნახვა

ქალთა საფეხბურთო კლუბმა "ბათუმმა" ახალი სეზონისთვის გაძლიერება დაიწყო. ბათუმური კლუბის შემადგენლობაში 33 წლის საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ხატია ჭყონია ითამაშებს.

ქალთა ეროვნული ლიგის ახალი სეზონი 11 მარტს დაიწყება და "ბათუმი" გასვლაზე "სამეგრელოს" დაუპირისპირდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში