დემიენ ლილარდის რეკორდი

27 თებერვალი 2023, 20:17 498 ნახვა

პორტლენდის ვარსკვლავმა დემიენ ლილარდმა შედეგიანობის პირადი და საკლუბო რეკორდი დაამყარა. 32 წლის გამთამაშებელმა ჰიუსტონთან საშინაო შეხვედრაში 39 წუთში 71 ქულა მიითვალა. ლილარდს კარიერის განმავლობაში 60 და მეტი ქულა ერთ მატჩში უკვე ხუთჯერ აქვს ჩაგდებული და ამ მაჩვენებლით NBA-ს ისტორიაში მესამე ადგილს იკავებს, უილტ ჩემბერლენის შემდეგ, რომელსაც 32-ჯერ აქვს მსგავსი შედეგი და კობი ბრაიანტი, რომელსაც 6-ჯერ ჩაუგდია 60 და მეტი ქულა.  საბოლოოდ პორტლენდმა ჰიუსტონ როკეტსი 131:114 დაამარცხა.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი