დავით ნინიაშვილმა საფრანგეთის ჩემპიონატის TOP 14-ის გასულ ტურში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა – ქართველის „ლიონი“ მე-19 ტურში „რასინგს“ შეხვდა და 45:11 დაამარცხა. ამ შეხვედრაში ნინიაშვილმა ორი ლელო დადო. ნინიაშვილის კარგი თამაში საფრანგეთშიც გამოარჩიეს და ქართველი მორაგბე TOP 14-ის ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს.„ლიონი” ამ გამარჯვების შემდეგ სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციაზე გადავიდა.