პროგრამის მიღმა დარჩენილი ოჯახები

05 თებერვალი 2017, 00:00 2466 ნახვა

ამჯერად საქმე ეხება საცხოვრებელი სახლების სახურავების პრობლემას. ზედა ოჩხამურში, აღმაშენებლის ქუჩაზე მცხოვრებლები სახლის სახურავის შეკეთებას 5 წელია ითხოვენ. ამბობენ, რომ დაზიანებული სახურავის გამო ყოველი გაწვიმებისას წყალი ჩამოდის. მსგავსი პრობლემების მოგვარებისთვის პროგრამას ქობულეთის გამგეობის ინფრასტრუქტურის განყოფილება ახორციელებს. გამგებლის ინფორმაციით უწყება შესაკეთებლად სახლს პრიორიტეტს პრობლემის სიმწვავის მიხედვით ანიჭებს. ჯერ-ჯერობით უცნობია მოხვდებიან თუ არა აღმაშენებლის ქუჩის მცხოვრებლები ამ სიაში მიმდინარე წელს. 

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში