უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და ქვეყანაში 2 წლით ყოფნის უფლება მიეცათ. ამ დრომდე ნებისმიერი იმ ქვეყნის მოქალაქეს, ვისაც საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება ჰქონდა, საქართველოში 1 წლით დარჩენა შეეძლო.
გამონაკლისი ამჯერად მხოლოდ უკრაინა იქნება. მთავრობის ახალი დადგენილება 24 თებერვლიდან შევიდა ძალაში.
გავრცელებული პრაქტიკის თანახმად, უკრაინის მოქალაქეები ერთი დღით ან რამდენიმე საათით კვეთდნენ საქართველოს საზღვარს, გადადიოდნენ რომელიმე მეზობელ ქვეყანაში და საქართველოში დაბრუნებისას მათი ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის ვადა თავიდან აითვლებოდა.