მშობელთა სკოლა ორსულთა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისთვის - აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა წელს ახალი პროგრამა დაიწყო, რომლის ფარგლებში ბენეფიციარ ორსულებს და/ან მათ მეუღლეებს სასწავლო/საინფორმაციო კურსის სახით 6 ინტერაქტიული გაკვეთილი ჩაუტარდებათ.
სასწავლო კურსს ჩაატარებს სხვადასხვა დარგის სპეციალისტი.
პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ ,,დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის“ სახელმწიფო პროგრამის ანტენატალური მეთვალყურეობის კომპონენტით მოსარგებლე ორსულმა/ან მისმა მეუღლემ, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში 0-დან 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულით; ასევე თუ ორსული ან მეუღლე არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.